„საქართველო ტრადიციული მუსიკის შეხვედრის ადგილი” – ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი 20 – 23 სექტემბერს გაიმართება

საქართველო ტრადიციული მუსიკის შეხვედრის ადგილი – ამ სლოგანით ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი წელს მეხუთედ იმართება.
,,ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი – საქართველო“ 20-23 სექტემბერს ამბროლაურში, სოფელ ქორენიშსა (ლეჩხუმი) და თბილისში ჩატარდება.
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით და კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველო ევროპისა და ამერიკის ქვეყნების წარმომადგენლებს უმასპინძლებს. ფესტივალი მოიცავს, როგორც საკონცერტო, სამეცნიერო და კულტურულ-შემეცნებით პროგრამას, ასევე ქართული ხალხური სიმღერისა და ლეჩხუმური სამზარეულოს მასტერკლასებს.
ორგანიზატორთა ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 8 ქვეყნის : საქართველოს, აშშ-ის , კანადის, გერმანიის, საფრანგეთის, უელსის, ლატვიისა და შოტლანდიის ფოლკლორული ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები.
ფესტივალში მონაწილე ქართული ანსამბლები (ძირიანი, ლალხორ, მთიები, სათანაო, ნანინა) გამოირჩევიან მუსიკალური მონაცემებით, რეპერტუარის მრავალფეროვნებითა და სირთულით.
ტრადიციული მუსიკის უცხოელი შემსრულებლები წარმოადგენენ იმ ქვეყნებს, რომლებიც გამოირჩევიან მდიდარი ხალხური ტრადიციებითა და კულტურით; ფესტივალზე სტუმრები შეასრულებენ ქართულ ხალხურ სიმღერებსა და თავიანთი ტრადიციული მუსიკის ნიმუშებს. მასპინძლები და სტუმრები ერთობლივი კონცერტით მსმენელის წინაშე რუსთაველის ეროვნულ თეატრში წარდგებიან.

უცხოელი შესრულებლები:

1. კიტკა (აშშ)
2. ორი შალვა (კანადა-საქართველო)
3. მრავალო (გერმანია)
4. ალილო (საფრანგეთი)
5. სამაია (უელსი)
6. საუსეიას (ლატვია)
7. მარჯერი ბრეი (შოტლანდია)
8. ფრანსუაზ დემირი (საფრანგეთი)

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები