“ნებისმიერი დემოკრატიის მთავარი პირობაა, საზოგადოებას ფინანსების თაობაზე ინფორმაცია ჰქონდეს” – თალაკვაძე
“ნებისმიერი დემოკრატიის მთავარი პირობაა, საზოგადოებას ფინანსების თაობაზე ინფორმაცია ჰქონდეს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს.
დეპუტატის თქმით, “მიმდინარე თვეებმა დაგვანახა, რომ, თურმე, საზოგადოებისთვის ბევრი იყო დაფარული”.
“ვინც ამოფარებული იყო მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სინამდვილეში აღმოჩნდნენ ჩვეულებრივი პარტიული ფუნქციონირები, პარტიებად გადაკეთდნენ კიდეც. ამ პროცესის განმავლობაში ყველაზე რადიკალური ჯგუფები, ვინც კანონს უპირისპირდებოდნენ, თავად დარეგისტრირდნენ. ისინი მოწოდებით გამოვიდნენ, სხვებმაც გაიარონ რეგისტრაცია, მაგრამ „თავისუფლების დამცველები“, „დემოკრატიის შუქურის“ დამცველები ამ ორგანიზაციას დაესივნენ და მასზე უპრეცედენტო ზეწოლა მოახდინეს”, – აღნიშნა თალაკვაძემ.