თბილისის მერიაში 609 მოქალაქის პრობლემა მოისმინეს

თბილისის მერიაში დღეს მოქალაქეთა მორიგი მიღება გაიმართა. დედაქალაქის მერის მოადგილეებს, საქალაქო სამსახურის უფროსებსა და რაიონის გამგებლებს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, 609 თბილისელი შეხვდა. აქედან, რაიონის გამგებლებმა 352 ადამიანს მოუსმინეს.
სულ, 11 აგვისტოდან 29 სექტემბრის ჩათვლით, თბილისის მერმა, მერის მოადგილეებმა, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებმა და რაიონების გამგებლებმა 4 949 ადამიანი მიიღეს. აქედან, დედაქალაქის მერი 240 მოქალაქეს შეხვდა.
თბილისის მერის დავით ნარმანიას ინიციატივით, მოქალაქეთა მიღება ყოველ ორშაბათს 14-დან 18 საათამდე მიმდინარეობს. მიღების წესის თანახმად, თბილისელებს შესაძლებლობა აქვთ, დედაქალაქის მთავრობის წევრებს შეხვდნენ და მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემატური საკითხები პირადად გააცნონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები