ბექა ოდიშარია: „სირცხვილიას“, როგორც ჩანს, შერცხვა, წაიკითხა კანონი და მიხვდა, რომ არაფერია ისეთი, რაც მათ საქმიანობას, მოვალეობას, თუნდაც მავნებლურს, შეზღუდავდა

„სირცხვილიას“, როგორც ჩანს, შერცხვა, წაიკითხა კანონი და მიხვდა, რომ არაფერია ისეთი, რაც მათ საქმიანობას, მოვალეობას, თუნდაც მავნებლურს, შეზღუდავდა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველი ხალხი გაიგებს თუ საიდან ფინანსდებიან “ენჯეოები”.

„ბუნებრივია, ეს არის მორიგი სკანდალური აღიარება ე.წ არასამთავრობო ორგანიზაცია „სირცხვილიას“ მხრიდან, რომელიც მოგეხსენებათ, არის პოლიტიკურად ანგაჟირებული ორგანიზაცია. ის იყო ავანგარდში იმ ძალების, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში არყევდნენ ქვეყანას იმ მიზეზით, რომ თითქოს, ეს კანონი გახლდათ რუსული და ის იყო დამაზიანებელი ამ ორგანიზაციებისათვის. სინამდვილეში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, როგორც ჩანს „სირცხვილიას“ შერცხვა, წაიკითხა ეს კანონი და მიხვდა, რომ იქ არაფერი არ არის ისეთი, რაც მათ საქმიანობას, მოვალეობას, თუნდაც მავნებლურს, შეზღუდავდა. შესაბამისად, მათ მოუწიათ დარეგისტრირება, როგორც მოუწევთ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციას ე.წ. ენჯეოს, ურჩ გაქსუებულ, ფლიდ და მძარცველ ენჯეოებს მოუწევთ. ქართველი ხალხი გაიგებს, თუ საიდან ფინანსდებიან ისინი, რა წყაროებით იღებენ უცხო ქვეყნიდან შემოსავლებს და რა მიზნით და მიმართულებით ხარჯავენ ამ ნაკადებს“, – აღნიშნა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეორგოლიდან ცნობილი გახდა, რომ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შესაბამისად, „სირცხვილია“ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდება. გამოქვეყნებულ ვიდეოში ორგანიზაციის წარმომადგენლები განმარტავენ რატომ მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები