არჩილ გორდულაძე – ანა ნაცვლიშვილსა და გიორგი ბურჯანაძეზე: მათ აღიარეს, რომ საია 2008 წლის ომთან დაკავშირებით მტკიცებულებებს აგროვებდა საქართველოს წინააღმდეგ და შეჰქონდა სტრასბურგის სასამართლოში
“ანა ნაცვლიშვილმა და გიორგი ბურჯანაძემ აღიარეს, რომ საია 2008 წლის ომთან დაკავშირებით მტკიცებულებებს აგროვებდა საქართველოს წინააღმდეგ, შეჰქონდა სტრასბურგის სასამართლოში და ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ ჩვენი ჯარისკაცები და პოლიციელები ომის დანაშაულს ჩადიოდნენ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამაზე უფრო რუსული და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული საქმიანობა ბუნებაში არ იარსებებს.
„სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა და იმ ადამიანმა, რომელმაც მოგვიწოდა, რომ ცალ ფეხზე უნდა ვიდგეთ – გიორგი ბურჯანაძემ, ასევე ანა ნაცვლიშვილმა აღიარეს, მათ წამოცდენა ჰქონდათ და შემდეგ ვერ გაექცნენ თავის ნათქვამს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია საია 2008 წლის ომთან დაკავშირებით მტკიცებულებებს აგროვებდა საქართველოს წინააღმდეგ, შეჰქონდა სტრასბურგის სასამართლოში და ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ ჩვენი ჯარისკაცები და პოლიციელები ომის დანაშაულს ჩადიოდნენ. ეს აღიარეს და პირდაპირ განაცხადეს.
რომ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ჩვენს გმირ ჯარისკაცებს და სამხედროებს დაჰბრალდებოდათ ომის დანაშაულის ჩადენა. ეს სხვა არაფერია თუ არა ღალატი და ღალატზე ხელის მოწერა და ეს ადამიანები დღეს ბედავენ და ჩვენ გვიწოდებენ „რუსებს“. ამაზე უფრო რუსული და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული საქმიანობა ბუნებაში არ იარსებებს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.