30 აგვისტო მხატვარ ქეთევან დავლიანიძის დაბადების დღეა
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ულოცავს ქეთევან დავლიანიძეს დაბადების დღეს.
მუზეუმისვე ინფორმაციით, ქეთი დავლიანიძე თანამედროვე დასავლური ფერწერის ტრადიციებისა და საკუთარი სახვითი ენის სინთეზით გამორჩეულ აბსტრაქტულ-ექსპრესიონისტულ ნამუშევრებს ქმნის.
„მხატვრის შემოქმედებაში დარგობრივ მრავალფეროვნებასთან ერთად, სხვადასხვა სტილურ ელემენტსაც ხშირად ვხვდებით, როგორებიცაა: გრაფიკული ნახატი, გამორჩეულად მეტყველი ხაზი და „წვეთოვანი“ ტექნიკა. სწორედ ასე აღწევს ავტორი კომპოზიციების ექსპრესიულობასა და გამომსახველობითობას.
მის ნამუშევრებში იგრძნობა დროის წარმავლობა და თანამედროვე სამყაროში ადამიანის მდგომარეობის არასტაბილურობა. მხატვარი სამყაროს საკუთარ მოდელს ქმნის გამოსახულებათა პირობითობით, მხატვრული დეფორმაციითა და საგანთა სიმბოლიკით“, – ნათქვამია ქართული სახვითი ხელოვნების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.