დღეს ნათელა იანქოშვილის დაბადებიდან 106 წელი გავიდა
დღეს ნათელა იანქოშვილის დაბადებიდან 106 წელი გავიდა.
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის ინფორმაციით, ნათელა იანქოშვილის შემოქმედება განსაკუთრებული თვითმყოფადობითა და ინდივიდუალიზმით გამოირჩევა. მისი ფერწერა ზოგადი ტენდენციების მიღმა განვითარდა.
„მხატვრის სახვითი ენა ლაკონურობით, ინსტინქტურობითა და ფერთა გამორჩეული პალიტრით ხასიათდება.
მისი შემოქმედება ქართული მოდერნისტული ხელოვნებისა და ევროპული ფერწერული ტრადიციების უჩვეულო სინთეზია.
მხატვარი ძირითადად პეიზაჟისა და პორტრეტის ჟანრში მოღვაწეობდა. ფიროსმანისეული დომინანტური შავის ფონად გამოყენება მისთვისაც დამახასიათებელია.
მან უარყო სოც.რეალისტური ფორმა და იმდროინდელ ქართულ სახელოვნებო რეალობაში გამორჩეული ნეო-ექსპრესიონისტული ნამუშევრები შექმნა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.