შვედეთში ორ პირს ყურანის დაწვისთვის გაასამართლებენ
შვედმა პროკურორებმა განაცხადეს, რომ გასულ წელს მომხდარი ინციდენტებისთვის, ყურანის დაწვის გამო ორ მამაკაცს გაასამართლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შვედეთში ყურანის დაწვამ მუსულმანურ სამყაროში აღშფოთება გამოიწვია.
შვედეთის შიდა უსაფრთხოების სამსახურმა ყურანის დაწვის გამო ტერორისტული საფრთხის დონე გაზარდა, ხოლო მეზობელმა დანიამ, სადაც ასევე მოხდა ყურანის დაწვა, ამ პრაქტიკის აკრძალვის მიზნით, კანონმდებლობა გაამკაცრა.
„ორივე პირი პასუხისმგებელია ყურანის დაწვისთვის. ისინი ზიზღს ავლენდნენ მუსულმანების მიმართ“, – განაცხადა უფროსმა პროკურორმა ანა ჰანკიომ.