მდინარე ლიახვში კაცის ცხედარი იპოვეს
მდინარე ლიახვში მამაკაცის ცხედარი იპოვეს – ამის შესახებ ინფორმაციას “ეხოკავკაზა” ავრცელებს.
ქართულმა მხარემ სამხრეთ ოსელ კოლეგებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მიზნით აცნობა. გამოცემის თანახმად, ქართულმა მხარემ მოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, გაუჩინარდა თუ არა ადამიანი სამხრეთ ოსეთში.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წყარომ განაცხადა, რომ ამ დროისთვის სამხრეთ ოსეთში დაკარგულად მხოლოდ ერთი ადამიანი – ვადიმ აჯიევი ითვლება. მამაკაცი მიმდინარე წლის მაისში გაუჩინარდა,ხანგრძლივი ძებნის მიუხედავად, მისი პოვნა ვერ შეძლეს.
ამ დროისთვის ინფორმაცია მოწმდება.