მაკრონმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მემარცხენეების კანდიდატის დანიშვნა გამორიცხა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მემარცხენე „ახალი სახალხო ფრონტის“ ალიანსიდან კანდიდატის დანიშვნა გამორიცხა.

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, მაკრონი პარტიებთან კონსულტაციების ახალ რაუნდს დაიწყებს, რათა მთავრობის ფორმირება შეძლონ.

„იმის გაცნობიერებით, რომ მთავრობა, რომელსაც უხელმძღვანელებს „ახალი სახალხო ფრონტი“, პარლამენტში დაუყოვნებლივ დადგება უნდობლობის გამოცხადების წინაშე, ემანუელ მაკრონი შეხვედრებს გამართავს პარტიის ხელმძღვანელებთან და პოლიტიკურ ლიდერებთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

მაკრონის განცხადება იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გარდაუვალი დასასრული ჯერ არ ჩანს.

„ახალმა სახალხო ფრონტმა“ უფრო მეტი ხმა მოიპოვა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა პარტიამ და აცხადებს, რომ მისი კანდიდატი, ნაკლებად ცნობილი საჯარო მოხელე ლუსი კასტე პრემიერ-მინისტრად უნდა დასახელდეს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის არჩევნებში მემარცხენე პარტიების კოალიციამ, „ახალმა სახალხო ფრონტმა“ გაიმარჯვა, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის კოალიცია მეორე ადგილზე გავიდა, ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანება“ კი – მესამეზე. ეროვნულ ასამბლეაში აბსოლუტური უმრავლესობისთვის საჭირო მანდატების რაოდენობა არცერთ პარტიულ ჯგუფს არ აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები