საქართველოს პრეზიდენტმა  17 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 17 მსჯავრდებული პირი შეიწყალა, 13 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 2 ქალი მსჯავრდებულია.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის, 1 ქალ მსჯავრდებულს”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები