2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო სამეურნეო აღწერა 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება
2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო სამეურნეო აღწერა 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აღწერას ორი ეტაპი ექნება.
“პირველი ეტაპი თვითრეგისტრაციაა. მეორე ეტაპზე კი, ჩვენ მიერ გადამზადებული აღმწერები, კარდაკარის პრინციპით ივლიან და პირადად ჩაატარებენ გამოკითხვას.
გახსოვდეს, რომ აღწერა საჭიროა ქვეყნის განვითარებისა და უკეთესი მომავლის შექმნისთვის და შენ, ამ საპასუხისმგებლო საქმის უმნიშვნელოვანესი ნაწილი ხარ!
ერთად გავიგოთ, რამდენი ვართ შეიტანე წვლილი საზოგადოების განვითარებაში. გაუღე კარი აღმწერს!”- აღნიშნულია ინფორმაციაში.