საქართველოს ნავსადგურებში მგზავრთნაკადი გაორმაგდა

საქართველოს ნავსადგურებში მგზავრთნაკადი გაორმაგდა.

შესაბამის მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური  ავრცელებს.

მათი ცნობით, 2024 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 2.6 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 2-ჯერ მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

ამასთან, მგზავრთა ნაკადში შემოსული მგზავრების წილი აღემატებოდა გასული მგზავრების წილს და 57.7 პროცენტი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები