“უახლოეს დღეებში წარვადგენთ თბილისის დელეგატებს” – მაჭავარიანი
“უახლოეს დღეებში წარვადგენთ თბილისის დელეგატებს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ლევან მაჭავარიანი აცხადებს.
„ეს ადამიანები [მომავალი დელეგატები] გამოირჩევიან იმით, რომ არიან კეთილსინდისიერები, ქვეყნის პატრიოტები და მათ აქვთ ძალიან დიდი ავტორიტეტი კონკრეტულად იმ რეგიონებში, რომლებიც უნდა წარმოადგინონ, როგორც დელეგატებმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, იქიდან გამომდინარე, რომ რადგან სრულიად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ვართ გადასულები, მაჟორიტარის ინსტიტუტის გარკვეულწილად ჩანაცვლება ხდება. მთლიანად ვერ ავსებს, რა თქმა უნდა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებს და თბილისის შემთხვევაში რაიონებს თავისი წარმომადგენელი ჰყავდეთ პარლამენტში, რომ უფრო ადვილად მიიტანონ მათი სათქმელი პარლამენტში“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.