ლეონიდ თიბილოვმა რაულ ხაჯიმბას სოხუმში ჩააკითხა

სოხუმში სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. ლეონიდ თიბილოვმა და რაულ ხაჯიმბამ თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. თიბილოვის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მეგობრობა მომავალში მხოლოდ გაძლიერდება და განვითარდება. „ვფიქრობ, რომ სახელმწიფოთაშორისო შეთანხმებები, რომლებიც ჩვენ რესპუბლიკებს შორისაა გაფორმებული, ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ ჩვენ ყოველდღიურ მუშაობაში აისახება“, – აღნიშნა თიბილოვმა.
თიბილოვმა ასევე მიულოცა ხაჯიმბას ე. წ. პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების დაწყება. „თქვენ იცნობთ ხალხს და რესპუბლიკის ცხოვრებას შიგნიდან, ამიტომ პრობლემების მოგვარება არ გაგიჭირდებათ“, – განაცხადა თიბილოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები