ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ არაფრის გადაჯგუფება არ გვჭირდება – „ქართული ოცნება“ მყარია ისე, როგორც არასდროს
ჩვენ არაფრის გადაჯგუფება არ გვჭირდება. „ქართული ოცნება“, ისე, როგორც არასდროს, არის მყარი, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა არჩევნებზე საუბრისას „ქრონიკასთან“ განაცხადა.
მისი თქმით, ეს სიმყარე გამოწვეულია სწორედ იმ გაკეთებული საქმით, იმ შენარჩუნებული მშვიდობით, იმ გაზრდილი ეკონომიკით, რითაც დღეს რეალურად არსებობს საქართველო.
„ჩვენი ლოზუნგი უკვე, ასე ვთქვათ, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ კეთილდღეობით და ღირსებით ევროპისკენ.
ეს არის ის ძირითადი მოცემულობა, რის გარშემოც, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ „ქართული ოცნება“, არამედ, მთლიანად ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი არის გაერთიანებული“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.