ლევან მაჭავარიანი: უახლოეს დღეებში ვიწყებთ აქტიურად გასვლას ველზე, სადაც მოსახლეობას კითხვა-პასუხის რეჟიმში შევხვდებით

ჩვენი წინასაარჩევნო კამპანია მთლიანად მოსახლეობაზე იქნება ორიენტირებული, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართულის ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, უახლოეს დღეებში აქტიურად დაიწყებენ გასვლას ველზე, სადაც მოსახლეობას კითხვა-პასუხის რეჟიმში შეხვდებიან.

„ჩვენ წარვადგენთ ჩვენს საარჩევნო პროგრამას. მოვუყვებით რა გავაკეთეთ, მოვუყვებით თუ რა გეგმები გვაქვს მომდევნო 4 წელთან დაკავშირებით. დელეგატების თემას რაც შეეხება, 22 დელეგატი უკვე წარდგენილია, თბილისის 8 დელეგატის წარდგენაც, სავარაუდოდ, ამ კვირაში მოხდება“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები