“თუკი ვინმეა, ვინც „ქართულ ქარტიას“ ხელი მოაწერა, მაგრამ ბოლომდე შესრულებაზე უარს იტყვის, საკუთარ პოლიტიკურ მომავალს გამოუტანს განაჩენს” – ელისაშვილი
“ჩვენ, პოლიტიკოსებმა ყველას ვაჩვენეთ ისიც, თუ როგორ შეგვიძლია ერთმანეთის ლანძღვა, მაგრამ ახლა იმასაც ვაჩვენებთ, თუ როგორ შეგვიძლია საკუთარ წყენებზე მაღლა დადგომა ქვეყნის ინტერესისთვის, ყველა ხედავს, რომ თანდათან ვიზრდებით და ვსწავლობთ ერთმანეთთან ლაპარაკს”, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს.
“თუკი ვინმეა ისეთი, ვინც „ქართულ ქარტიას“ ხელი მოაწერა, მაგრამ ბოლომდე შესრულებაზე უარს იტყვის, ის საკუთარ პოლიტიკურ მომავალს გამოუტანს განაჩენს”, – აღნიშნავს ელისაშვილი.