“ცალ-ცალკე ყველას დაგვამარცხებდა ,,ქართული ოცნება”, ერთ მუშტად შეკრულები სერიოზულ შედეგს დავდებთ” – ელისაშვილი
“ცალ-ცალკე ყველას დაგვამარცხებდა ,,ქართული ოცნება”, ვერცერთი ვერ გადავლახავდით ბარიერს, ერთ მუშტად შეკრულები სერიოზულ შედეგს დავდებთ”, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს.
“ეს პრაგმატიზმი საქართველოს სიყვარულით არის ნაკარნახები, ვისაც უნდა დაიჯეროს, ვისაც არ უნდა ნუ დაიჯერებს. თუ სწორად გავაანალიზებთ ისტორიას, მტერი მხოლოდ მაშინ გვერეოდა, როდესაც ვიყავით გათითოკაცებულები და ერთმანეთთან დაპირისპირებულები. ჩვენი ხასიათიდან, ჩვენი ამბიციურობიდან გამომდინარე, ხშირად, როცა ვაგებდით, ამის მიზეზი იყო, რომ ერთმანეთისადმი ჯავრი გვქონდა ქართველებს და ერთი სული გვქონდა, რომ ერთმანეთისთვის ანგარიში გაგვესწორებინა და საერთო მტერზე არ ვფიქრობდით”, – აღნიშნა ელისაშვილმა.