“იუსტიციის სამინისტროში ჩემი მსახურობისას შევძელით სტრასბურის სასამართლოში ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული დავის მოგება რუსეთის წინააღმდეგ” – წულუკიანი
„2008 წლის ომის ფაქტები ჩემთვის კარგად არის ცნობილი, ვინაიდან სწორედ ჩემი, იუსტიციის სამინისტროში მსახურობისას შევძელით სტრასბურის სასამართლოში ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული დავის მოგება რუსეთის წინააღმდეგ”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს.
“ასევე, მახსოვს ის პროცესები სტრასბურგში, რომლის დროსაც ერთ მხარეს ქართველი გლეხები იცავდნენ თავს და მეორე მხარეს სამხედროები რუსეთიდან ჩვენს დაზარალებულებს, შვილმკვდარ დედებს, მიწა წართმეულ ქართველ გლეხებს ცხინვალის რეგიონიდან უმტკიცებდნენ, რომ მათ მოეჩვენათ, რუსეთს ისკანდერი არ ჩამოუგდია და არც სხვა ბომბები არ დაუშენია ქართველებისთვის, ეთნიკური წმენდა იქ არ ჩატარებულა. ეს ყველაფერი ყველას კარგად გვახსოვს, მეც კარგად მახსოვს თქვენთან ერთად კარგად. ამ დროს ყოველთვის ისმოდა შეკითხვა, როგორ მოახერხა მაშინდელმა ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ საქართველოს დაემართა ის, რაც მას რუსეთმა დამართა. ეს კითხვა დღესაც ცოცხალია და ამ კითხვას პასუხის გაცემა სჭირდება. ჩვენ როდესაც ვიყავით ოპოზიციაში, მაშინაც ვსვამდით ამ კითხვას, როგორ მოახერხა მიხეილ სააკაშვილმა, რომ ვერ აიცილა ის დიდი საფრთხეები, რომლის მსხვერპლიც ჩვენ ყველა ერთად შევიქენით და ამის მსხვერპლი აღმოჩნდა საქართველოს სახელმწიფოებრიობაც. თქვენ გახსოვთ, რომ 2008 წლის აგვისტოში თვითონ საქართველოს სახელმწიფოს, როგორც არსებობის საფრთხე იყო ჩვენთვის თვალხილული და ძალიან თვალსაჩინო. იმედი მაქვს, რომ ამ კითხვას პასუხი გაეცემა და სამართლებრივი პროცესი წარიმართება ისე, რომ მტკიცებულებებზე დაფუძნებული იქნება“, – განაცხადა წულუკიანმა.