ხანძრის გამო, გალის რაიონში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების იმპორტი შეჩერდა
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გალის რაიონის სოფელ შაშიკვარაში, მყარი ნარჩენების ნაგავსაყრელი კვლავ იწვის. მანამდე, მიმდინარე წლის ივლისში ნაგავსაყრელზე გაჩენილი ხანძრის შესახებ ინფორმაცია მედიაში გავრცელდა.
ორშაბათს ღამით, ადგილზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ოპერატიული შტაბის სხდომა გამართა. შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ხანძარმა კვირას ფართო ტერიტორია მოიცვა.
„ხანძრის ლოკალიზებამდე და ნაგავსაყრელის რიგ ხანძარსაწინააღმდეგო პირობებთან შესაბამისობაში მოყვანამდე, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შემდგომი იმპორტი შეჩერდება“,- განაცხადა რაიონის გამგეობის ე.წ. ხელმძღვანელმა, კონსტანტინე ფილიამ.
გარდა ამისა, ცეცხლის ჩაქრობაში ოკუპირებული სოხუმიდან საგანგებო სიტუაციების ე.წ. სამინისტროს დამატებითი დანაყოფები და სპეციალური ტექნიკა ჩაერთვება.