„ნაციონალური მოძრაობა“ არა „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში, არამედ საქართველოს ოპოზიციაშია” – გორდულაძე
„ნაციონალური მოძრაობა“ არა „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში, არამედ საქართველოს ოპოზიციაშია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, არჩილ გორდულაძე აცხადებს.
“ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები შეილახოს, ამ ქვეყანაში უზრუნველყონ სხვა ძალების დავალებების შესრულება, პირდაპირ ხაზზე არიან თავიანთ პატრონებთან და ყველაფერს აკეთებენ რომ ჩვენს ევროკავშირში გაწევრიანებას ხელი შეუშალონ.
ვინმეს შეუძლია ახსნას, რომ ნიკა გვარამია და ნიკა მელია აღარ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ესენი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიანთი მხარდამჭერების რაოდენობა იმგვარად გადაანაწილონ, რომ რაც შეიძლება მეტი მანდატი მოიპოვონ“, – განმარტა დეპუტატმა.