”ბიძინა ივანიშვილი იყო და არის, 27 ოქტომბრიდანაც იქნება ის ადამიანი, ვინც უზრუნველყოფს ამ ქვეყნის სტაბილურობას, მშვიდობიანობას” – წულუკიანი

„გარედან შემოსულმა თანხამ „ნედის“ გავლით დააფინანსა კვლევა, აღმოჩნდა ფსევდო კვლევა და ამ კვლევამ დადო ფსევდო ანუ ცრუ შედეგი, რომ თითქოსდა ბიძინა ივანიშვილს აქვს განხორციელებული რუსეთში სხვადასხვა ქმედებები”, – ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

“როდესაც ამ კვლევის შედეგს თვითონ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა წარმომადგენლებმა დაუპირისპირა ფაქტები, აღმოჩნდა, რომ კვლევის შედეგი არ ეფუძნება არავითარ ფაქტს და არის ყალბი. ამ ძალებს კი კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო და არის, რაც არ უნდა მათთვის სამწუხარო იყოს, 27 ოქტომბრიდანაც იქნება ის ადამიანი, ვინც უზრუნველყოფს ამ ქვეყნის სტაბილურობას, მშვიდობიანობას“, – განაცხადა  წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები