ამ შერწყმით, რომელსაც ოპოზიციურ პარტიებში ვხედავთ, არაფერი იცვლება „ქართული ოცნებისთვის” – თეა წულუკიანი

“ამ შერწყმით, თუ შერწყმის პროცედურებით, რომლებსაც ოპოზიციურ პარტიებში ვხედავთ, პრაქტიკულად, არაფერი იცვლება „ქართული ოცნებისთვის“, რომელიც 26 ოქტომბერს გამარჯვებისთვის ემზადება”, – ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

“ჩვენთვის ეს გაერთიანებები არაფერს ცვლის. მთავარია, ვინ გაერთიანდება. ვხედავთ, რომ გაერთიანებაში თუ გაერთიანებებში არიან ავტორიტეტდაკარგული ძალები, რომელთა გაერთიანებაც რაიმე ტიპის ავტორიტეტულ გაერთიანებას არ მოიტანს. მეორე მხრივ, ეს მათი გადაწყვეტილებაა, ამ გადაწყვეტილებებში დამოუკიდებლები, თავისუფლები არიან და იმედი აქვთ, რომ გარკვეულ ბენეფიტს თუ სარგებელს მოუტანს. ჩვენ ვაგრძელებთ მობილიზებას, მუშაობას საკუთარ ამომრჩეველთან”, – აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები