“ჩინეთი მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს შიდა საქმეებში არ ერევა” – მაჭარაშვილი

“ჩინეთი მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს შიდა საქმეებში არ ერევა”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ძნელი არ არის იმის გადამოწმება, რომ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს 1998 წლის შემდეგ რუსეთთან კავშირი არ ჰქონია, თუმცა, ამავე დროს, ოპოზიციის ბევრ მაღალჩინოსანს ჰქონდა რუსეთის პასპორტი და ბიზნესი რუსეთში. ვერ ხედავენ, რომ თავად ოპოზიცია არის გადართული რუსეთის ინტერესებზე, ამიტომ საუბრობენ გამოგონილ ფაქტებზე. ბიძინა ივანიშვილმა თანხები იშოვა უცხოეთში და საქართველოში დაახარჯა ქართველ ხალხს, კულტურასა და სპორტს. ოპოზიციის ლიდერებმა საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე იშოვეს ფული, შემდეგ ოფშორებში გადაიტანეს და იქიდან აფინანსებენ რადიკალურ პროცესებს. სწორედ ეს არის სხვაობა“, – განაცხადა  მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები