“სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ცალმხრივად იყო უსაფუძვლო და ანტიქართული გადაწყვეტილებები” – მაჭარაშვილი

“ახლა თავის გამართლება არავის გამოუვა. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს 2021, 2022, 2023 და 2024 წელიც. სამწუხარო მოცემულობა იყო ის, რომ უკრაინის ხელისუფლებამ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ გაიწვია ელჩი და შეწყვიტა ურთიერთობები ელჩის დონეზე”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.

“ჩვენი ელჩი იქ თითქმის ბოლო სახელმწიფოს ელჩი იყო, რომელიც ომის განმავლობაში კიევში რჩებოდა და ჩვენი არაერთი დახმარების მიუხედავად, სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლებამ ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები გადადგა. ამას ჩვენ უბრალოდ თავის დროზე არ ვამწვავებდით იმიტომ, რომ უკრაინა ომის მდგომარეობაში იყო. თუმცა, გარკვეული წლების შემდგომ უკვე დადგა დრო, რომ სიმართლე ვთქვათ: ყველას მოუწევს პასუხისგება იმ არასწორ და არათანმიმდევრულ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოსთან მიმართებით იყო.

სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ცალმხრივად იყო უსაფუძვლო და ანტიქართული გადაწყვეტილებები. თუ ეს სიტუაცია შეიცვლება, ამ შემთხვევაში ჩვენ მაშინაც ვიყავით უკრაინის სახელმწიფოს მომხრე, ახლაც ვართ, მაგრამ ის გაუგებარი, არასწორი და ანტიქართული გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, მიუღებელი რჩება“, – აღნიშნავს მაჭარაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები