“რა საიდუმლო დავალება მისცა სააკაშვილს რიზეში თურქეთის ხელისუფლებამ”?

რა საიდუმლო დავალება მისცა სააკაშვილს რიზეში თურქეთის ხელისუფლებამ – ამ სათაურით გაზეთი “ქრონიკა“ ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის წინამძღვარ მამა გიორგისთან (რაზმაძე) ინტერვიუს აქვეყნებს. სასულიერო პირი გამოცემასთან საუბრისას აცხადებს, რომ რიზეში მიხეილ სააკაშვილმა თურქეთის ხელისუფლებისგან მითითებები მიიღო, რომელიც საქართველოში რელიგიურ ფონზე ადამიანების დისკრედიტაციის დაწყებას ისახავს მიზნად.
“თურქეთის რესპუბლიკაში რომ იყო ამას წინათ სააკაშვილი შემოსული და ხროვას თავისუფალ ზონაში შეხვდა, ეს შემთხვევით მოხდა? მან ზუსტად ეს მითითებები მიიღო, რომ დაიწყონ რელიგიურ ფონზე ადამიანების დისკრედიტაცია, ასე, რომ მომავალში ეს უფრო მძაფრ ხასიათს მიიღებს, ზოგადად, “ნაციონალური მოძრაობა“ რომ ყველაფერზე წამსვლელია, ამაში, ალბათ, დამეთანხმებით. რაც შეეხება თურქეთის ხელისუფლებას, ისინი რელიგიურ ექსპანსიას ახორციელებენ არა მხოლოდ საქართველოში, საბერძნეთშიც კი. ამას წინათ, ერთ-ერთი თურქი სახელმწიფო მოხელე იყო ჩასული სალონიკში, დიმიტრი თესალონიკელის საფლავზე და როცა აქეთ-იქით მიმოიხედა, პირდაპირ თქვა: შესანიშნავი ადგილი იქნებოდა მეჩეთის ასაშენებლადო“, -აცხადებს სასულიერო პირი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები