ტოკიო ტაიფუნისთვის ემზადება – გაუქმებულია ფრენები, ევაკუირებულია მოსახლეობა

ტოკიოში ტაიფუნ „ამპილის“ მოახლოების გამო ათასობით ადამიანი ევაკუირებულია, გაუქმებულია ფრენები. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

ქალაქ მობარაში დაახლოებით 18 500 ადამიანია ევაკუირებული, ხოლო ათობით სხვა ქალაქში გახსნეს სპეციალური საევაკუაციო ცენტრები.

როგორც ავიაკომპანია Japan Airlines-ში აცხადებენ, გაუქმებულია 281 შიდა და 38 საერთაშორისო ფრენა.

იაპონური მედიის ცნობით, ფრენების გაუქმება დაახლოებით 50 000 ადამიანს შეეხება.

ამასთან, შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები