უკრაინა რუსეთის გაზსადენის, “ჩრდილოეთის ნაკადის” აფეთქებაში მონაწილეობას უარყოფს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში რუსეთის გაზსადენზე მომხდარ აფეთქებებთან კავშირს უარყოფენ.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი, მიხაილო პოდოლიაკი უარყოფს უკრაინის მონაწილეობას ამ დივერსიაში.

„ასეთი ქმედება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არის ფართო ტექნიკური და ფინანსური რესურსი. ვის ჰქონდა ეს ყველაფერი აფეთქების დროს? მხოლოდ რუსეთს“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

მანამდე, “The Wall Street Journal“-მა გამოაქვეყნა საგამოძიებო სტატია, რომლის მიხედვითაც, რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადზე“ აფეთქებების გეგმა უკრაინის პრეზიდენტმა თავდაპირველად დაამტკიცა, შემდეგ კი აშშ-ის სპეცსამსახურების თხოვნით გააუქმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები