ეკოაქტივისტების პროტესტის გამო, გერმანიის ოთხმა აეროპორტმა ფუნქციონირება დროებით შეწყვიტა.
მოძრაობა “ბოლო თაობის” წევრებმა ბერლინის, კიოლნ-ბონის, ნიურნ-ბერგისა და შტუტგარტის აეროპორტებში საპროტესტო გამოსვლები გამართეს. მათ გაშალეს ბანერები წარწერით “ნავთობი კლავს”.
“ახლა სასწორზე მილიარდობით ადამიანის სიცოცხლე დგას. კლიმატური კოლაფსი უკვე რეალობაა მრავალი ადამიანისთვის,” – განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა ასაფრენი ბილიკიდან.
მომხდარის გამო, გერმანელი პოლიტიკოსები ქვეყნის აეროპორტების უკეთეს დაცვას მოითხოვენ.