ბანგლადეშმა, შესაძლოა, ყოფილი პრემიერის ექსტრადირება მოითხოვოს

ბანგლადეშმა, შესაძლოა, ინდოეთს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, შეიხ ჰასინას ექსტრადირება სთხოვოს – ამის შესახებ “როიტერსი” წერს.

როგორც ცნობილია, ბანგლადეშის ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ ბრალდებები იზრდება, შესაბამისად, ქვეყანა გადაწყვეტს, სთხოვოს თუ არა ინდოეთს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, შეიხ ჰასინას ექსტრადირება.

ჰასინა გასულ კვირას გადადგა და ნიუ დელიში გაიქცა.

გადადგომის შემდეგ, ჰასინამ საპროტესტო აქციების დროს მომხდარ მკვლელობებსა და ვანდალიზმზე გამოძიება მოითხოვა. ყოფილ პრემიერს მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები