Axios: ტრამპმა და ნეთანიაჰუმ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება განიხილეს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ოთხშაბათს აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა. საუბრისას განიხილა მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ,- ინფორმაციას Axios- ი ორ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

ზარის ზუსტი შინაარსი ცნობილი არ იყო, მაგრამ ერთ-ერთმა წყარომ Axios-ს განუცხადა, რომ ტრამპი აპირებდა წაეხალისებინა ნეთანიაჰუ, დათანხმებოდა შეთანხმებას, რაც გულისხმობს “ჰამასის” მიერ ტყვეობაში მყოფი მძევლების გათავისუფლებას ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნეთანიაჰუს ოფისმა ზარი არ უარყო, ხოლო ტრამპის კამპანიამ უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე.

ივლისში ტრამპმა Fox News-თან საუბარში განაცხადა, რომ ისრაელმა ღაზის სექტორში ომი რაც შეიძლება მალე უნდა დაასრულოს და ყველა ტყვე დაიბრუნოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები