მოლდოვის საგარეო უწყება: “მოლდოვაში არ არის და არც იქნება განთავსებული იარაღი და სამხედრო ტექნიკა, მათ შორის თვითმფრინავები, რომლებიც განკუთვნილია უკრაინისთვის”

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი შეშფოთებულია სპეკულაციებით, რომ F-16 ტიპის გამანადგურებლები შეიძლება განთავსდეს მოლდოვის აეროდრომებზე და გამოიყენონ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმების განსახორციელებლად.

მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპასუხოდ განაცხადა, რომ არ აპირებს უკრაინისთვის განკუთვნილი თვითმფრინავების მასპინძლობას.

„მოლდოვაში არ არის და არც იქნება განთავსებული იარაღი და სამხედრო ტექნიკა, მათ შორის თვითმფრინავები, რომლებიც განკუთვნილია უკრაინისთვის. მოლდოვის რესპუბლიკა ნეიტრალური სახელმწიფოა და მისი ინსტიტუტები გააგრძელებენ ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვას“, – ნათქვამია მოლდოვის საგარეო უწყების განცხადებაში.

უწყება ასევე რეკომენდაციას უწევს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ინფორმაცია ოფიციალური წყაროებიდან მიიღოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები