რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახური: აშშ ავაკოვს ზელენსკის შემცვლელად ამზადებს

ამერიკის ხელისუფლება უკრაინის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, არსენ ავაკოვს, ვლადიმერ ზელენსკის შემცვლელად, პრეზიდენტის პოსტზე შესაფერის კანდიდატად მიიჩნევს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები ავაკოვის ძლიერ მხარედ მიიჩნევს მჭიდრო კავშირებს უკრაინელ ნაციონალისტებთან და მუდმივ კონტაქტებს ევროპულ ლიდერებთან.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, ამერიკის ადმინისტრაციამ უკვე დაავალა შვილობილ არასამთავრობო ორგანიზაციებს, შეიმუშაონ ავაკოვის უკრაინის ხელისუფლებაში მოსვლის სცენარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები