ზელენსკი: კურსკის კატასტროფა პუტინის მმართველობის სიმბოლური დასაწყისი იყო, ახლა კი დასასრულიცაა

კურსკის კატასტროფა პუტინის მმართველობის სიმბოლური დასაწყისი იყო, ახლა ვხედავთ, რომ ეს მისთვის დასასრულია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი რამ ყოველთვის მათ ემართებათ, ვისაც ადამიანები და წესები სძულთ.

„ვხედავთ როგორ ვითარდება რუსეთი პუტინის მმართველობის ქვეშ: 24 წლის წინ კურსკის კატასტროფა მოხდა, მისი მმართველობის სიმბოლური დასაწყისი. ახლა გასაგებია, რა წარმოადგენს მისთვის ფინალს, ასევე, კურსკი. მისი ომის კატასტროფა. ეს ყოველთვის მათ ემართებათ, ვისაც ადამიანები და წესები სძულთ. რუსეთმა სხვებს ომი მოუტანა, ახლა კი ეს სახლში ბრუნდება. უკრაინას ყოველთვის მშვიდობა სურდა და ჩვენ მშვიდობას აუცილებლად უზრუნველვყოფთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები