კიევის ოლქზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა
კიევის ოლქზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. დაღუპულები ბროვარის რაიონში, კერძო სახლში ცხოვრობდნენ, რომელსაც რაკეტის ფრაგმენტები დაეცა. მძიმედ დაშავდა კიდევ სამი ადამიანი, მათ შორის 13 წლის გოგო.
გავრცელებული ინფორმაციით, სარაკეტო იერიში ღამით განხორციელდა. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, სერგეი პოპკოს ცნობით, ეს აგვისტოში უკვე რიგით მეორე თავდასხმაა კიევზე.