კულტურის სამინისტრომ მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრს განათების მართვის სისტემა გადასცა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სსიპ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრს განათების მართვის სისტემა გადასცა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, განათების მართვის სისტემები უკვე გადაეცა სსიპ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო და გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრებს. აპარატურის მიწოდება ეტაპობრივად ხორციელდება.
ინფორმაციისთვის: კულტურის სამინისტრომ 2023 წლის ნოემბერში ტენდერით შერჩეულ კომპანიასთან გააფორმა კონტრაქტი საქართველოს 16 სახელმწიფო თეატრისა და საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასცენო განათებისა და გახმოვანების სისტემების გასაახლებლად და 2025 წლის გაზაფხულამდე ჩვიდმეტივე ორგანიზაცია სათანადოდ აღიჭურვება. კონტრაქტის საერთო ღირებულებაა 2 160 000 ლარი.
ასევე, კულტურის სამინისტრომ რუსთაველის ეროვნული თეატრისთვის შეიძინა 320 000 ლარის ღირებულების პროექციის აპარატი, რომელიც თეატრს მიმდინარე წლის შემოდგომაზე გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები