ქალაქ ჯვრის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის დასაცავად ნაპირსამაგრი სამუშაოები იგეგმება 

default

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში, ქალაქ ჯვრის წყალმომარაგების ობიექტს ადგილზე გაეცნო.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ბესიკ ჯიქურაული, საქართველოს პარლამენტის წევრები – ირაკლი ზარქუა და ილია ინჯია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

სოფელ ლიაში, დაახლოებით 9 ჰექტარ ფართობზე, განთავსებულია 8 მოქმედი ჭაბურღილი, რომლებიც ქალაქ ჯვრის მოსახლეობას სასმელი წყლით ამარაგებს.

მდინარე ენგურში წყლის დონის მატების შედეგად, წყალი ჭაბურღილების ტერიტორიაზე გადმოდის და იწვევს მის პერიოდულ დატბორვას, რაც საფრთხეს უქმნის ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებას.

პრობლემის გრძელვადიანი გადაწყვეტისთვის დაიგეგმება ჭაბურღილების მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება, რაც დაიცავს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას დატბორვისგან და უზრუნველყოფს ქალაქ ჯვრის მოსახლეობის საიმედო და უწყვეტ წყალმომარაგებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები