ჩილეში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა – დაღუპულია 7 ადამიანი

ჩილეში ავიაკატასტროფას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის თვითმფრინავის პილოტი. ამის შესახებ სააგენტო BioBioChile იტყობინება.

ჩილეს პრეზიდენტის წარმომადგენლობამ აიზენის პროვინციაში ავიაკატასტროფის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.

„სამწუხაროდ, ისინი გვიდასტურებენ, რომ ამ ავიაკატასტროფის შედეგად გადარჩენილები არ არიან“, – ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტოს ცნობით, თვითმფრინავი ჩილეს ჩიკოს კოიჰაიკიდან აფრინდა და რთულ ამინდის პირობებში რადარებიდან ადგილობრივი დროით დაახლოებით 10:20 საათზე გაქრა. თვითმფრინავი სავარაუდოდ ავარიულად დაეშვა.

San Rafael Air Transports-მა, სადაც თვითმფრინავის პილოტი მუშაობდა, განაცხადა, რომ თვითმფრინავი აფრინდა პარასკევს, 9 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 09:13 საათზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები