აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინისთვის 125 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
აღნიშნული სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს:
- Stinger-ის რაკეტებს;
- საბრძოლო მასალა HIMARS-ისთვის;
- 155 მმ და 105 მმ კალიბრის საარტილერიო საბრძოლო მასალას;
- მრავალფუნქციურ რადარებს;
- Javelin-ისა და AT-4-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს;
- HMMWV-ის ჯავშანტექნიკას;
- ვაზნებს მცირე ზომის იარაღისთვის;
- ასაფეთქებელი მოწყობილობასა და საბრძოლო მასალას;
- აღჭურვილობას კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად;
- სათადარიგო ნაწილებსა და დამხმარე აღჭურვილობას.
„ჩვენ უკრაინას უსწრაფესად მივაწვდით ამ ახალ დახმარებას ტერიტორიისა და ხალხის დაცვის გასაძლიერებლად. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა ცხადყო, აშშ და საერთაშორისო კოალიცია გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.