ისრაელმა სამხრეთ ლიბანში „ჰამასის“ მაღალჩინოსანი მოკლა

People stand near a burning car, after an Israeli airstrike targeted a car on the edge of Lebanon's port city of Sidon, according to security sources, Lebanon August 9, 2024. REUTERS/Hassan Hankir

ისრაელმა საჰაერო დარტყმის შედეგად, უსაფრთხოების საკითხებში „ჰამასის“ მაღალჩინოსანი მოკლა.

თავდასხმა ლიბანის სამხრეთით, საპორტო ქალაქ სიდონთან მოხდა.

მოკლული სამერ ალ-ჰაჯია, რომელიც „ჰამასის“ უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ მაღალ თანამდებობას იკავებდა. ამასთან, ის პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკში მუშაობდა.

როგორც Reuters-ი იუწყება, სამერ ალ-ჰაჯი ლიბანის სამხრეთით, საპორტო ქალაქ სიდონში ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მისი ლიკვიდაცია განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები