შარლ მიშელი: ღაზაში ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა – სასწრაფოდ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა
სასწრაფოდ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა ღაზას სექტორში, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.
„ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა ღაზაში. ნგრევა უნდა შეწყდეს და მძევლები უნდა გაათავისუფლონ. რეგიონი საშინელი კონფლიქტის ზღვარზეა. ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა. სრული მხარდაჭერა აშშ-ს, ეგვიპტესა და კატარს შუამავლობის ძალისხმევაში“, – წერს მიშელი X-ზე.