მედია: ლიბიაში შეიარაღებული შეტაკებები მოხდა
ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლის აღმოსავლეთით, შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის შეტაკებები მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ლიბიის უსაფრთხოების ორგანოებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„შეტაკებები ორ შეიარაღებულ დაჯგუფებას შორის პარასკევს დილით, ტაჯურაში მოხდა [ტრიპოლის აღმოსავლეთით]. მხარეებმა მსუბუქი და საშუალო ტიპის იარაღის გამოყენებით ცეცხლი გახსნეს“, – აცხადებენ წყაროები.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის შეტაკებები შეწყვეტილია და ტაჯურის რაიონში სიმშვიდეა.
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ფორმირებებს შორის შეტაკებები რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა, ერთმა მხარემ მეორის შტაბ-ბინა დაიპყრო. მათვე დასძინეს, რომ კონფლიქტის შედეგად დაზიანდა მანქანები და მაღაზიები.