მედიის ცნობით, რუსეთში WhatsApp-ის დაბლოკვა იგეგმება

რუსეთში WhatsApp-ის დაბლოკვა იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა The Moscow Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კრემლის მიერ კონტროლირებადმა კომპანიამ VK (ყოფილი Vkontakte) ახალი „ეროვნული მესინჯერის“ შექმნა დაიწყო, რათა WhatsApp-ი ჩაანაცვლოს, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ შეიძლება უკვე შემოდგომაზე დაბლოკოს.

მათი თქმით, რუსებისთვის მესინჯერი Mail.Ru Group-ის უკვე არსებული „TamTam“-ის ბაზაზე უნდა შემუშავდეს.

„ჩვენ ჩავატარეთ კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეგვექმნა სტანდარტული მესინჯერი ისე, რომ მას ჰქონდეს ყველა ფუნქცია და შევადაროთ WhatsApp-ს. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამის საფუძვლად „TamTam“ აგვეღო“, – განმარტა გამოცემასთან ერთ-ერთმა წყარომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები