კონსტანტინოვკაში რუსული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა

დონეცკის ოლქში, კონსტანტინოვკაში რუსული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო Telegram-ზე იუწყება.

„კონსტანტინოვკაში დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. ცნობილია ასევე 44 დაშავებულის შესახებ“, – ნათქვამია თავდაპირველ განცხადებაში.

მოგვიანებით, გენერალურმა პროკურატურამ „ტელეგრამის“ არხზე განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა.

„კონსტანტინოვკაში, მტრის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა და 43 დაშავდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ადგილზე მუშაობას აგრძელებენ შესაბამისი სამსახურები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები