დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ფიცის დადებამდე რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ფიცის დადებამდე დაასრულებს ომს უკრაინაში, – ამის შესახებ ტრამპმა Breitbart News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ამასთან როგორც მან აღნიშნა, იცნობს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. ამიტომ თვლის, რომ მას შეუძლია წარმატებით გამართოს მოლაპარაკება სამშვიდობო საკითხებზე.

“ორივე ლიდერთან ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგ მდგომარეობაში ვარ, რომ დავამყარო სამშვიდობო შეთანხმება ორ ქვეყანას შორის”, – განაცხადა მან.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მისი დემოკრატი ოპონენტი, კამალა ჰარისი, გააგრძელებს ომს, არაფერს გააკეთებს სიტუაციის გამოსასწორებლად და მისი უმოქმედობის გამო მილიონობით ადამიანი დაიღუპება.

“არა მგონია, რომ მას რაიმე წარმოდგენა ჰქონდეს, რა გააკეთოს. მისმა უუნარობამ შეიძლება, მსოფლიო გლობალურ ომში ჩართოს”,- განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ს ექსპრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ სწორედ ის დაამთავრებს რუსეთ-უკრაინის ომს, 5 ნოემბრის არჩევნებიდან 2025 წლის 20 იანვრის ინაუგურაციამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები