საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოხალისეები რუსეთში, კურსკის რეგიონში გაგზავნეს

სამხედრო მოხალისეები ოკუპირებული საქართველოს რეგიონებიდან, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან გაგზავნეს რუსეთის კურსკის ოლქში, რათა რუსეთის მხარდასაჭერად, უკრაინის ძალების წინააღმდეგ იბრძოლონ, – ამის შესახებ “ეხო კავკაზა” ტელეგრამ არხებზე დაყრდნობით იტყობინება.

„უმაღლესმა მთავარსარდალმა (ვლადიმირ პუტინმა) კურსკის ოლქის მხარდაჭერისკენ მოგვიწოდა. მაშინვე გამოვცხადდით დასახმარებლად“, – ნათქვამია „დონბასის ველური დივიზიის“ შეტყობინებაში. მისი მეთაური აფხაზი მებრძოლი, ახრა ავიძბაა.

“ბატალიონ „სარმატის” პირადი შემადგენლობა, როგორც რუსეთის მოხალისეთა კორპუსის “დონბასის ველური დივიზიის” ნაწილი, გადავიდა კურსკის ოლქში მტრის სამხედრო ფორმირებების გასანადგურებლად. ჩვენ გავიმარჯვებთ“, – ნათქვამია ოსური ბატალიონის ტელეგრამზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობის მოგერიება გრძელდება“,- აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები