ილონ მასკი ვენესუელის პრეზიდენტზე – “ჩვენ მის ულვაშებს კოსმოსიდან ავტრუსავთ”

ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი გამოეხმაურა ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს გადაწყვეტილებას, რომლის ბრძანებითაც ქვეყანაში მასკის კუთვნილი სოციალური ქსელის, X-ის მუშაობა 10 დღით შეაჩერეს.

„ჩვენ მის ულვაშებს კოსმოსიდან ავტრუსავთ“, – უპასუხა მასკმა მადუროს.

მადუროს თქმით, ილონ მასკი ყველა ნორმას არღვევს, აღვივებს სიძულვილს, ფაშიზმს და სამოქალაქო ომის პროვოცირებას ახდენს.

ცნობისთვის, 28 ივლისს ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა.შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ვენესუელაში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები დაიწყო.

ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ ვენესუელაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას შეერთებული შტატები და ილონ მასკი ცდილობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები