კურსკის ოლქში ფედერალური საგანგებო რეჟიმი შემოიღეს

რუსეთში, კურსკის ოლქში ფედერალური საგანგებო რეჟიმი შემოიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

“დღეს გაიმართა საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამთავრობო კომისიის რიგგარეშე სხდომა. რეგიონში დაწესებულია რეაგირების ფედერალური დონე“, – აცხადებენ დეპარტამენტში.

სამინისტროს ცნობით, საგანგებო მდგომარეობა წესდება კატასტროფის, უბედური შემთხვევის, საშიში ბუნებრივი ფენომენის, ბუნებრივი ან სხვა სტიქიის შემთხვევაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ან უკვე გამოიწვია ადამიანის მსხვერპლი, ადამიანის ჯანმრთელობისა თუ გარემოს დაზიანების, მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალის და მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების მოშლის შემთხვევებში.

უწყების განცხადებით, საგანგებო სიტუაციები კლასიფიცირდება იმის მიხედვით, თუ როგორია გავრცელების მასშტაბი, დაღუპულთა ან დაშავებულთა რაოდენობა ან ზარალის ხარისხი. ფედერალური საგანგებო რეჟიმი ყველაზე მაღალი დონეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები