თურქეთში სამგზავრო ავტობუსი ხიდის ჯებირს შეეჯახა – დაიღუპა ცხრა ადამიანი
თურქეთში, ანკარაში, სამგზავრო ავტობუსი ხიდის ჯებირს შეეჯახა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა, – ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
როგორც გამოცემები ვარაუდობენ, ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობუსის მძღოლის ჩაძინებამ გამოიწვია.
ანკარის გუბერნატორის, ვასიპ შაჰინის განცხადებით, მძღოლის ჩაძინების ვარაუდს ამყარებს ის, ფაქტიც რომ გზაზე დამუხრუჭების კვალი არაა.
წინასწარი მონაცემებით, დაღუპულთაგან ყველა თურქეთის მოქალაქეა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.